„რესპონდენტთა 61%-ის აზრით, ნატო-მ საქართველოს MAP-ი უნდა მიანიჭოს“

IRI-ის გამოკვლევების თანახმად, რესპონდენტების 61% მიიჩნევს, რომ ნატოს მომავალ სამიტზე ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა საქართველოს MAP-ი უნდა მიანიჭოს. შესაბამის კითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხულთა 31%-ს , ხოლო 8%-ი უახლოეს სამიტზე ქვეყნისთვის MAP-ის მინიჭების წინააღმდეგია.
ამასთან, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა – 58%-ი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას. IRI-მ გამოკითხვა 2014 წლის 19 თებერვლიდან 13 მარტამდე ჩაატარა. გამოკითხვაში 18 წელს გადაცილებულმა 3 992 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები