12:00 საათზე გოგირდის აბანოების დახურვის შესახებ განცხადება გაკეთდება

გოგირდის აბანოები გამაფრთხილებელ აქციას აანონსებენ.
დღეს, 12:00 საათზე, გოგირდის აბანოების წარმომადგენლები აბანოთუბანში ბრიფინგს გამართავენ და სწორედ აქ ისაუბრებენ სამომავლო გეგმებზე. დაწესებულების მეპატრონეებმა გუშინ მიმართვა გაავრცელეს და განაცხადეს, რომ დღეიდან სამი დღით დახურვას გეგმავენ:
“საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიას, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიას, კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ კიდევ ერთხელ მოგმართავთ თბილისის გოგირდის აბანოების მეპატრონეების სახელით…
იძულებულნი ვართ, მივმართოთ უკიდურეს ზომას – გოგირდის აბანოების ფუნქციონირების შეწყვეტას, რადგან თქვენდამი და შესაბამისი უწყებებისადმი ჩვენი არაერთი მიმართვისა და თხოვნისა, პრობლემა არ მოგვარდა და თბილისის გოგირდის აბანოების ყოფნა-არყოფნის საკითხი დღის წესრიგში დადგა. ჩვენი არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, არ ითვალისწინებს საქმიანობის სპეციფიკას და უარს ამბობს მოლაპარაკებაზე. წლინახევრის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ დავმსხდარიყავით მოლაპარაკების მაგიდასთან და პრობლემა ცივილური გზით მოგვეგვარებინა. იმედს ვიტოვებთ, რომ პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა გამოაფხიზლებს შესაბამის სტრუქტურებს და მოვახერხებთ პრობლემა ცივილური გზით მოგვარებას. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და კვლავ მზად ვართ მორიგებისთვის. ჩვენ ვსაუბრობთ ფაქტებით, არგუმენტებით და ციფრებით. ვაცხადებთ, რომ სიმართლეს მოლაპარაკების მაგიდასთან დავამტკიცებთ”, – ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები