მთავრობა პრეზიდენტს სამ ქვეყანაში ელჩების კანდიდატურებს წარუდგენს

საქართველოს მთავრობა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სამ ქვეყანაში ელჩების კანდიდატურებს წარუდგენს. როგორც პრემიერის ხელმოწერილ განკარგულებაში აღნიშნულია, სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე პრეზიდენტს ზურაბ ბექაიას კანდიდატურა წარედგინება, ქუვეითის სახელმწიფოში კი – როლანდ ბერიძეა წარდგენილი; ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მთავრობა პრეზიდენტს ლევან ნიჟარაძის კანდიდატურას წარუდგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები