პაატა შეშელიძე: მთავრობაში ცვლილებების აუცილებლობის გააზრება არსებობს

ეკონომიკური საკითხების ექსპერტის, პაატა შეშელიძის შეფასებით, ახლანდელი ხელისუფლების დროს, ეკონომიკური თავისუფლებისკენ გადადგმული ნაბიჯების მიმართულებით წინსვლაა.
როგორც ექსპერტმა დღევანდელი დახურული კონფერენციის – „საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო – მიღწევები და გამოწვევების” შემდეგ განაცხადა, მთავრობა, ძირითადად, მიღწევებზე საუბრობს და პრობლემებზე ყურადღებას არ ამახვილებს.
„ნებისმიერი მთავრობის დროს, როდესაც ნაბიჯები არის გადადგმული ეკონომიკური თავისუფლებისკენ, იმ მიმართულებით გვაქვს წინსვლა. როდესაც საუბარი არის ხოლმე რაღაც რეჟიმზე, სირთულეების დაწესებაზე, რეგულაციებზე, შეზღუდვებზე, იქ ყოველთვის გვაქვს ჩიხი და ამის გააზრება, საბედნიეროდ, თანდათან ხდება. ის მაგალითი, რომ მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემები გვარდება, გადასახადებთან დაკავშირებით რამდენიმე მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგა, ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობაში ცვლილებების აუცილებლობის გააზრება არსებობს”, – განაცხადა შეშელიძემ.
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ კონფერენცია – „საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო – მიღწევები და გამოწვევები” გაიმართა. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ ორგანიზაცია “მოქალაქე”, “საქართველოს ბიზნეს ასოციაცია”, “საზოგადოება 2030” და პარტნიორი ორგანიზაციები.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის წევრები და ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები