ბიძინა ივანიშვილი: ბიზნესმენები ერთ-ერთ პრობლემად საპოლიციო გამოსახლების შეჩერებას ასახელებენ

ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ბიზნესმენები ერთ-ერთ პრობლემად საპოლიციო გამოსახლების შეჩერებას ასახელებენ, – ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებთან იმ კითხვის პასუხად აღნიშნა, თუ რა დაასახელეს ბიზნესმენებმა მთავარ პრობლემად დღევანდელ ფორუმზე, რომელიც სახელწოდებით “საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო” სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა.
“საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმებაზე გააკეთეს შენიშვნა, რომ ეს ძალიან აზარალებს ბიზნესს. გასაგებია, აქ, როგორც ჩანს, პოლიტიკური ნაბიჯები გადაიდგა. კიდევ ჰქონდათ მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით შენიშვნები, რაც ნაწილობრივ გავიზიარეთ, თუმცა ამას დრო სჭირდება. ქუმსიშვილმა კარგად უპასუხა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები