ბიძინა ივანიშვილი: ანეკდოტური იქნება, ვინმემ წარმოიდგინოს, რომ კვირიკაშვილი იფიქრებს, ხალხის ხმები მოიპაროს

ალბათ, ანეკდოტური იქნება, ვინმემ წარმოიდგინოს, რომ კვირიკაშვილი იფიქრებს, ხალხის ხმები მოიპაროს, ან კორუფციაში ჩაეფლოს და ვიღაცის ჯიბეში ჩაძვრეს, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ეკონომიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ექსპრემიერმა აღნიშნა, არსებული ხელისუფლების პირობებში, არავის აზრად არ ჰქონია მოსახლეობის ხმების მოპარვა.
„არავის აზრად არ ჰქონია მოსახლეობის ხმების მოპარვა, რაც ყველაზე დიდი სირცხვილი იყო ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ასეთივე იქნება და ასეთი მიზანი აქვს კვირიკაშვილსაც და იმდენად კარგად იცნობთ და გასაგებია მისი მოდელი, რომ ალბათ, ანეკდოტური იქნება, ვინმემ წარმოიდგინოს, რომ კვირიკაშვილი იფიქრებს, ხალხის ხმები მოიპაროს, ან კორუფციაში ჩაეფლოს და ვიღაცის ჯიბეში ჩაძვრეს. ასეთი მთავრობა გვყავს დღეს და არჩევნებიც უფრო კარგი უნდა ჩავატაროთ, ვიდრე წინა ორი იყო. იმედი მაქვს, საზოგადოების გაგების, სწორი ანალიზის”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები