ბრიუსელში ნატო-საქართველოს ურთიერთობებს განიხილავენ
ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ალიანსის საქართველოსთან ურთიერთობას განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. როგორც ნატოს განცხადებაშია აღნიშნული, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მთავარი თემები იქნება – ნატოს უკრაინისადმი მხარდაჭერა და ალიანსის რუსეთთან ურთიერთობები. ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე განიხილავენ ავღანეთში შექმნილ ვითარებას. გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელში გაიმართება საქართველო-ნატოს კომისიის სხდომა, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე მიიღებს მონაწილეობას. ნატოს მინისტერიალი ბრიუსელში ორ დღეს გასტანს.