მოწმე: ოთარ ბერძენიშვილისა და მაგდა პაპიძის სასიყვარულო ურთიერთობაზე არაფერი მსმენია

ოთარ ბერძენიშვილისა და მაგდა პაპიძის სასიყვარულო ურთიერთობაზე არაფერი მსმენია, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის საქმეზე მოწმე საბა ჯაჯანიძემ განაცხადა.
როგორც პროცესზე მოწმემ აღნიშნა, იგი როგორც მოკლულ ომარ ქაფიაშვილთან, ასევე ოთარ ბერძენიშვილთანაც მეგობრობდა. მოწმის განმარტებით, მისთვის ცნობილი არ იყო მაგდა პაპიძისა და ოთარ ბერძენიშვილის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. მისივე თქმით, ოთარ ბერძენიშვილი იმ მაღაზიაში ხშირად მიდიოდა, სადაც მაგდა პაპიძე მუშაობდა.
“როგორი ურთიერთობაც მე მქონდა მაგდასთან, ისეთი ჰქონდა ოთარსაც, რასაც მე ვხედავდი”, – აღნიშნა მოწმემ.
მოწმემ, ასევე, უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ომარ ქაფიაშვილმა და ოთარ ბერძენიშვილმა იჩხუბეს. მისივე განმარტებით, ომარ ქაფიაშვილს ჩხუბი არ მოსვლია არც ოთარ ბერძენიშვილთან და არც მასთან, რასთან დაკავშირებითაც ინფორმაცია გავრცელდა.
შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. პროცესზე უკვე დაიკითხა ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები