საპარტნიორო ფონდისა და იაპონური კომპანიების სამუშაო შეხვედრა გაიმართა

 იაპონური კომპანიების კონსორციუმის Oriental Consultants Company Limited და Padeco Co Ltd წარმომადგენლებთან საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტმა სამუშაო შეხვედრა გამართა. იაპონური კონსორციუმი საპარტნიორო ფონდის დაკვეთით შავი ზღვისპირა აკვატორიაში ახალი პორტის გასავითარებლად დამატებით კვლევებს ატარებს. საპარტნორო ფონდის მენეჯმენტის წარმომადგენელთა განცხადებით, ფონდს უკვე გააჩნია ახალი პორტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, აგრეთვე მისი საწყისი დიზაინი და გენერალური გეგმა. იაპონური კომპანიის მიერ უახლოეს 2 თვეში დამატებითი ტექნიკური ანალიზი განხორციელდება, რაც პროექტის საინვესტიციო განხორციელების პროცესს დააჩქარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები