ირაკლი კობახიძე: უახლოეს მომავალში აუცილებლად მივიღებთ ვიზალიბერალიზაციას

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციას აუცილებლად მიიღებს. ამის შესახებ კობახიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გერმანიაში ვიზიტისა და ანგელა მერკელთან გამართული შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის ხელისუფლების ერთ-ერთი მიღწევა და მმართველი გუნდის ამოცანა უახლოეს მომავალში უნდა დასრულდეს.
„წინა ხელისუფლებას ჰქონდა პრეტენზია ევროინტეგრაციის პროცესის წარმართვაზე, მაშინ როდესაც ფეხქვეშ ითელებოდა ადამიანის ღირსება, ადამიანის ძირითადი უფლებები. დღეს ყველა მიმართულებით ფუნდამენტური პროგრესია. განსაკუთრებით დემოკრატიული განვითარების მიმართულებით, ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობით. სწორედ ეს ფუნდამენტური პროგრესი გვაძლევდა ჩვენ ევროინტეგრაციის ტემპების დაჩქარების საშუალებას. რეალურად, ეს ასეც მოხდა. სწორედ ჩვენი ხელისუფლების წყალობით მოხდა ის, რომ დაჩქარდა პროგრესი. ჩვენ უახლოეს მომავალში აუცილებლად მივიღებთ ვიზალიბერალიზაციას“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები