თამარ ტალიაშვილი ბაგა-ბაღებში არსებული პრობლემის შესასწავლად კიდევ ერთი კომისიის შექმნას საჭიროდ არ მიიჩნევს

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი საკრებულოში ბაგა-ბაღებში არსებული პრობლემის შესასწავლად კიდევ ერთი კომისიის შექმნას საჭიროდ არ მიიჩნევს.
ტალიაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე საკრებულოს შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეების მოთხოვნებს უპასუხა. როგორც დეპუტატმა განმარტა, ბრიფინგის ადრესატი ამ შემთხვევაში არის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს ჩრდილი მიაყენოს თბილისში ბაგა-ბაღებში მიმდინარე რეფორმებს. მისივე თქმით, ამგვარი ტიპის დესტრუქციული ქმედებებით, აღნიშნული პოლიტიკური ჯგუფი ბაგა-ბაღების რეფორმას ვერ შეაჩერებს.
საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ოპოზიციას მოუწოდა, სამუშაო რეჟიმში გააგრძელონ ამ საკითხებზე მუშაობა. თამარ ტალიაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა ბაღებში განხორციელებულ რეფორმებზე და მისი დამადასტურებელი ფოტოსურათები წარადგინა.
„შევხვდი დირექტორებს და მათ მხარდამჭერ მშობლებს და შევთანხმდით, რომ ბაგა-ბაღებში მონიტორინგისა და აუდიტის განხორციელება აუცილებელია, რადგან რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ პატარებს. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. დირექტორების გათავისუფლების ფაქტებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოების დასკვნა საბოლოო არ არის და სასამართლოს გზით შეუძლიათ მათ იგი გაასაჩივრონ“, – აღნიშნა მან.
თამარ ტალიაშვილის ინფორმაციით, მისმა კომისიამ ბაღებთან დაკავშირებით ორი გასვლითი სხდომა გამართა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები