გამოიყენეთ “თი-ბი-სის” Prime Card-ი და მოიგეთ ფულადი პრიზები

თიბისი ბანკის Prime Card-ის მომხმარებლებს სურპრიზებით აღსავსე სეზონი ელით. კამპანია 20 ივნისიდან დაიწყება და 20 აგვისტომდეგაგრძელდება, ყოველი კვირის ბოლოს გამოვლინდება 5 მომხმარებელი, რომლებიც ყველაზე აქტიურად გამოყენებენ პრაიმ ბარათს ანუ ყველაზე მეტი ტრანზაქცია აქვთ განხორციელებული.

გამარჯვებულები და ფულადი პრიზები შემდეგნაირად გადანაწილდება:
• I ადგილი – 1,000 ლარი
• II ადგილი – 800 ლარი
• III ადგილი – 700 ლარი
• IV ადგილი – 600 ლარი
• V ადგილი – 500 ლარი

გამარჯვებულები ყოველ მომდევნო კვირაში გამოვლინდება, ხოლო მოგებული თანხა შესაბამისი საკრედიტო ბარათის ანგარიშზე დაირიცხება. კამპანიის დასასრულს, 20 აგვისტოს სუპერ-პრიზის, 10 000 ლარის მფლობელი გამოვლინდება.

გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებენ თიბისი ბანკის ის მომხმარებლები, რომლებიც სარგებლობენ შემდეგი საკრედიტო ბარათებით: Prime Card VISA Classic, Prime Card VISA Gold, Prime Card VISA Platinum.

პრაიმ ბარათი თიბისი ბანკის მიერ შეთავაზებული საკრედიტო ბარათია, რომელიც მრავალი უპირატესობით გამოირჩევა, მათ შორის:

• 0% პირველი 3 თვის განმვალობაში სარგებლობისას;
• 55 დღიანი საშეღავათო პერიოდი;
• 20%-მდე Cash Back 100-ზე მეტ პარტნიორ სავაჭრო ობიექტში;
• გაორმაგებული Smart ქულები;
• უკონტაქტო გადახდის ფუნქციონალი – სწრაფი, მარტივი და კომფორტული გადახდის მეთოდი;
• გადახდის შესაძლებლობა, როგორც სავაჭრო ობიექტებში, ისე ინტერნეტ მაღაზიებში.

პრაიმ ბარათის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ თიბისი ბანკის ვებგვერდს: http://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/tbc-primecard

(R)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები