ბათუმში ბიზნესმენი საკუთარი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს

ბათუმში, ბიზნესმენი ალიკა დავითაძე საკუთარ სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარს თავის არეში ერთი ჭრილობა აღენიშნება. გარდაცვლილს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, თუმცა ექსპერტიზის დასკვნა მოგვიანებით გახდება ცნობილი. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. დავითაძის ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ბიზნესმენი მოკლულია.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ალიკა დავითაძე აჭარაში გავლენიან ბიზნესმენად ითვლებოდა. ის ასლან აბაშიძის დროიდან მოყოლებული დღემდე არაერთ ბიზნესს ფლობდა. დავითაძე მიხეილ სააკაშვილის დროს იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს, რისთვისაც სასჯელის სახით 5 წელი და სამი თვე ციხეში გაატარა. პატიმრობაში მყოფმა დავითაძემ საკუთარი ბიზნესი შვილიშვილს და რძალს გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები