ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი მოსკოვში იმყოფება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი რაულ ხაჯიმბა მოსკოვში იმყოფება. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხაჯიმბა რუსეთის დედაქალაქში შეხვედრებს გამართავს, ასევე რამდენიმე სპორტულ ღონისძიებას დაესწრება. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ხაჯიმბა მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონების ხელმძღვანელებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები