სოხუმის დე ფაქტო მერი – რუსეთი სამხედრო ბაზაში კაპიკებს გვიხდის
სოხუმის დე ფაქტო მერის, ადგურ ხარაზიას თქმით, რუსეთი ქალაქში სამხედრო ბაზისთვის უზარმაზარი ტერიტორიით სარგებლობს და ამისთვის აფხაზეთს კაპიკებს უხდის.
„ეს ბაზა აქ არა მარტო ჩვენს დასაცავად, არამედ ნატოსგან რუსეთის დასაცავად არის განთავსებული. ისინი ჩვენ კაპიკებს გვიხდიან და უზარმაზარი ტერიტორიით სარგებლობენ“, – განაცხადა ხარაზიამ გამოცემა „ნუჟნაია გაზეტასთან“ ინტერვიუში.
სოხუმის ე.წ. მერის ამ განცხადებას უკვე მოჰყვა რეაქცია აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების მხრიდან. როგორც ე.წ. თავდაცვის მინისტრმა ვლადიმერ არშბამ განაცხადა, განცხადებები იმის შესახებ, რომ სტრატეგიულმა პარტნიორმა სამხედრო ბაზაში ფული უნდა გადაიხადოს, ყოვლად მიუღებელია. არშბამ ურჩია ხარაზიას „ქალაქის პრობლემებს მიხედოს, ხოლო საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებს სხვა ადამიანები მიხედავენ“.