შსს-მ ქურდობის ფაქტი გახსნა

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1974 წელს დაბადებული კობა პ. ქურდობის ბრალდებით, ხობში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყარში, თანამზრახველებთან ერთად, ფარულად შეაღწია ერთ-ერთი კერძო კომპანიის საწყობში და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სატვირთო ავტომანქანას, რომელიც სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლური სასმელებით იყო დატვირთული.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლისა და ეზოში მდებარე დამხმარე ნაგებობის ჩხრეკისას, 2925 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციამ ავტომანქანა ზუგდიდში მიტოვებული იპოვა. დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები