„თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ წევრი – „დიდი უბედურება იქნება, თუ ბიძინა ივანიშვილი არ ჩაერთვება ქართულ პოლიტიკაში“

„თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ წევრი დავით ფაცაცია მიიჩნევს, რომ დიდი უბედურება იქნება, თუ ბიძინა ივანიშვილი არ ჩაერთვება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, რადგან. მისი განცხადებით, სწორედ ივანიშვილის ავტორიტეტია გარკვეული პოლიტიკური სუბიექტებისთვის ერთგვარი დამაკავებელი მექანიზმი.
„დიდი უბედურება იქნება, თუ ბიძინა ივანიშვილი არ ჩაერთვება ქართულ პოლიტიკაში, რადგან თუ ის არ ჩაერთვება ქართულ პოლიტიკაში, დიდი ქაოსი გველოდება, რადგან ბევრი სხვადასხვა ჯგუფი და მათ შორის “ქართულ ოცნებაშიც” შეეცდება, რომ მოიპოვოს ძალაუფლება და გავლენა. ერთადერთი ფაქტორი, რომელიც ბევრ ასეთ არაადეკვატურ ადამიანს აკავებს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი. მე მჯერა და მწამს, რომ ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე შეინარჩუნებს მის გავლენას. ჩვენი ამოცანაა, დასაქმდეს ყველა მოქალაქე საქართველოში, ეს დაახლოებით 3-4 წლის პერსპექტივაა, პირველ რიგში, მსურს დასაქმდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე „ქართული ოცნების“ ბირთვს წარმოადგენდნენ. პოლიტიკური წნეხი და სიმძიმე სწორედ სოციალური მდგომარეობით არის განპირობებული. მუდმივად ბევრი პარტია და გუნდი იყენებს ამ შესაძლებლობას იმისთვის, რომ სხვადასხვა ჯგუფი დაჩაგროს და მისი გავლენა გამოიყენოს. როგორც კი ეს გავლენები მინიმალიზებული იქნება, საზოგადოება უფრო ლაღი და თავისუფალი გახდება და მათ შორის ხელისუფლების მიმართაც  უფრო ხისტი და სამართლიანიც იქნება“,-განაცხადა ფაცაციამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები