2015 წელი მსოფლიოში ძალადობის მიხედვით რეკორდული აღმოჩნდა
მსოფლიოში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ბოლო 25 წლის განმავლობაში რეკორდული აღმოჩნდა. ამასთანავე, ლტოლვილთა რაოდენობა მაქსიმალურია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამის შესახებ აღნიშნულია Global Peace Index-ს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში.
მსოფლიოში ძალადობის დონე, პირველ რიგში, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების შედეგად გაიზარდა. მსოფლიოში ყველაზე სახიფათო ქვეყანა სირიაა, შემდეგ მოდის სამხრეთ სუდანი, ერაყი, ავღანეთი და სომალი. ამავე დასკვნის მიხედვით, გასულ წელს ტერორისტული თავდასხმების რიცხვი რეკორდული აღმოჩნდა მთელი დაკვირვების პერიოდის განმავლობაში. ტერაქტების უმეტესობა სირიაში, ერაყში, ნიგერიაში, ავღანეთსა და პაკისტანში მოხდა.