თამაზ მეჭიაური: უარს არ ვიტყვით, თუკი ლევან ვასაძე ჩვენთან ითანაშრომლებს

პარლამენტარი თამაზ მეჭიაური ადასტურებს, რომ ბიზნესმენ ლევან ვასაძეს თანამშრომლობა შესთავაზა, თუმცა, მისგან ჯერ პასუხი არ მიუღია. ამის შესახებ თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ მიესალმება, თუკი ლევან ვასაძე მისი გუნდის წევრი იქნება.
”უარს არ ვიტყვით, თუკი ლევან ვასაძე ჩვენთან ითანაშრომლებს. ეროვნულ საკითხებში ჩვენი ხედვა ემთხვევა და მის ფინანსებს სუნი არ ასდის. ახლოს მყოფი ხედვა გვაქვს და მივესალმები, თუკი თანამშრომლობა შედგება”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
პარლამენტარი ახალ პარტიას კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილთან და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილ მოადგილე სანდრო ბრეგაძესთან ერთად ქმნის. პარტიაში ასევე იქნებიან: ”ქართული ოცნების” ახალგაზრდული გუნდის დამფუძნებელი დავით ფაცაცია, ჟურნალისტი ლალი მოროშკინა და მოკლული ამირან რობაქიძის დედა ია მეტრეველი. პარტიის სახელწოდებაა ”ერთიანი საქართველოსთვის”. თამაზ მეჭიაურმა საკუთარი გუნდის წევრები დღეს დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები