თეა წულუკიანი: არც შარშან, არც წელს არცერთი თეთრი პრემია არ მიმიღია

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში პრემია არ მიუღია.
„არც შარშან, არც წელს არცერთი თეთრი პრემია არ მიმიღია“, – თეა წულუკიანმა პრემიებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, სასიხარულოა, თუკი თანამშრომლებს კარგი ხელფასები აქვთ, რადგან მათზე დგას სახელმწიფო და სისტემა.
„რაც შეეხებათ ჩემს თანამშრომლებს, მე სისტემაში 5600 თანამშრომელი მყავს, თუ არ ჩავთვლით პროკურატურას. თუ მათ აქვთ კარგი ხელფასი, ეს მხოლოდ მიხარია, რადგან მათზე დგას სახელმწიფო, მათზე დგას სისტემა. ისიც უნდა ითქვას, რომ დღევანდელ პირობებში ისინი ხშირად მხოლოდ მარტონი არიან ოჯახში სამსახურის მქონენი, არჩენენ შვილებს, არჩენენ მეუღლეებს და ჩვენს ხანდაზმულ თაობას. ამიტომ მე მათ ნაცვლად მიხარია, თუკი ისინი უზრუნველყოფილნი არიან“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები