მანანა კობახიძე: „გერმანული მოდელი“ წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან

პარლამენტის ვიც-სპიკერი, დეპუტატი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემის გერმანული მოდელი კარგია, თუმცა ის წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან. კობახიძის თქმით, შესაბამისად, აღნიშნულ მოდელს საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს.
„ეს მოდელი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან. შესაძლებელია, ეს მოდელი კარგია, მაგრამ ის არ უნდა მოდიოდეს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში. ეს პროექტი ჩვენი მხრიდან მხარდაჭერილი ვერ იქნება, თუმცა იცით ჩვენი პოზიცია საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა მანანა კობახიძემ.
საარჩევნო ხმების დათვლის ე.წ გერმანულ მოდელზე დეპუტატები დღეს იმსჯელებენ. ცნობისთვის, არასაპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას საარჩევნო სისტემად „გერმანული მოდელის“ დანერგვას სთავაზობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები