პაატა ბურჭულაძის პარტიის ყველაზე მსხვილი შემომწირველები თავად ბურჭულაძე და მისი შვილები არიან

პაატა ბურჭულაძის პარტიის – ”სახელმწიფო ხალხისთვის” ყველაზე მსხვილი შემომწირველები თავად ბურჭულაძე და მისი შვილები არიან. პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძემ მაისში საკუთარ პარტიას 60 000 ლარი შესწირა. 60 000-60 000 ლარი აქვთ ”სახელმწოფო ხალხისთვის” ანგარიშზე გადარიცხული პაატა ბურჭულაძის შვილებს – შუქრი ბურჭულაძესა და ალექსანდრე ბურჭულაძეს.
პარტიას მაისში 60 ათასი შესწირა ”ტოიოტა ცენტრის” დამფუძნებელმა ირაკლი გურჩიანმაც. საერთო ჯამში, პაატა ბურჭულაძის მოძრაობამ ”სახელმწიფო ხალხისთვის” მაისში შემოწირულების სახით 266 407 ლარი მიიღო.
ზოგადად, პოლიტიკური პარტიების მიერ გასულ თვეს მიღებული შემოწირულება კი ჯამურად 1 957 899 ლარს შეადგენს. აქედან ყველაზე მეტი შემოწირულება – 1 370 745 ლარი მმართველმა პარტია ”ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ” მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები