"ნატოს სამიტიდან საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს ველით"

ნატოს სექტმებრის სამიტიდან ჩვენ ველით საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

“უშუალოდ სექტემბრის სამიტიდან ჩვენ ველით საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს. ამაზე თანხმდება ნატოს წევრი ყველა ქვეყანა. კონკრეტულად როგორი იქნება ფორმულირებული საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილება, ამაზე მიდის მუშაობა. ხვალაც იქნება მსჯელობა ბრიუსელში, მსჯელობა გაიმართება მინისტერიალზე და უშუალოდ ნატოს სამიტზე”, – განუცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ის აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებას გაეცნო. მისი თქმით, ობამამ განაცხადა, რომ უკრაინის და საქართველოს ნატოში გაწევრიანება უახლოეს სამიტზე მოსალოდნელი არ არის, რაც არ არის რეალისტური.

“ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადება ჩემთვის და ყველა პოლიტიკოსისათვის კიდევ ერთი გაკვეთილია იმისა, რაოდენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც ჟურნალისტებთან გვაქვს საქმე და მოსაზრებებს პრესკონფერენციებზე გამოვთქვამთ. მთელს ჩანაწერს გავეცანი და სრულიად აშკარაა, რომ ბატონი ბარაკ ობამა ნატოს მომავალ სამიტზე ნატოს გაფართოების შესაძლებლობას თუ შეუძლებლობას გულისხმობდა. ამ თვალსაზრისით, მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოს ნატოში გაწევრიანების მოლოდინი არც ობამას აქვს და არც ვინმეს მხრიდან გამოთქმულა. ამ ნაწილში ის ბრძანებდა, რომ დიახ, უკრაინის და საქართველოს ნატოში გაწევრიანება უახლოეს სამიტზე და უახლოეს თვეებში მოსალოდნელი არ არის და ეს არ არის რეალისტური. დანარჩენი, საჭირო განმარატებები გაკეთდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ადმინისტრაციისა და ამერიკის საელჩოს მხრიდან. ასე რომ, ამ თვალსაზრისით, რაიმე ცვლილება არსებულ ვითარებაში, პრეზიდენტ ობამას განცხადებაზე და განცხადების შემდეგ არ შესულა”,-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები