დავით საგანელიძე: ახლა სადაც ვარ, ჯობია, იქ ვაკეთო ჩემი საქმე

დავით საგანელიძე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ აპირებს.
„ჩემთვის საკმარისი იყო ოთხი მოწვევის პარლამენტი და მეხუთეში აღარ ვიქნები, – საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
დავით საგანელიძის თქმით, მან ორი წლის წინ, მაშინ როცა პარლამენტის წევრი იყო, გააკეთა ამის შესახებ განცხადება და თავის მოსაზრებებს, სიტყვებს არ ცვლის.
„ჩემი აქტივობა პოლიტიკაში შემოიფარგლება მხოლოდ მმართველი პოლიტიკური საბჭოს ფარგლებში. მოგეხსენებათ, პოლიტიკური საბჭოს წევრი ვარ და ჩემს პოზიციას საბჭოზე ვაფიქსირებ“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ იგი ვიხილოთ პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად, დავით საგანელიძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკაში მისი საქმიანობის მანძილზე ბევრჯერ იყო პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და ეს სფერო უკვე ამოწურა.
„ახლა სადაც ვარ, ჯობია იქ ვაკეთო ჩემი საქმე“, – აღნიშნა დავით საგანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები