დიმიტრი ქუმსიშვილი: სახელფასო ფონდი, რამდენიც მქონდა წლების განმავლობაში, პრაქტიკულად უცვლელია

არაფერი არ გამიორმაგებია, ზუსტად ვიცი. სახელფასო ფონდი, რამდენიც მქონდა წლების განმავლობაში, პრაქტიკულად, უცვლელია. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს აუდიტის სამსახურის ანგარიშთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე კომენტირებისას განუცხადა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის თანახმად, 2015 წელს, წინა წელთან შედარებით, პრემიის სახით გაცემული თანხების შემცირების პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა დანამატის სახით გაცემული რესურსის მოცულობა და, საერთო ჯამში, 2015 წელს „პრემიისა“ და „დანამატის“ მუხლებით გაცემული თანხების ოდენობამ (14 133 000 ლარით) 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4.9%-ით გადააჭარბა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები