ნუკრი ქანთარია თამაზ მეჭიაურის მიერ ახალი პარტიის შექმნაზე – „ზოგჯერ აჯაფსანდალსაც გემო აქვს“

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია თამაზ მეჭიაურის მიერ ახალი პარტიის შექმნის საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარტია ქვეყნისთვის სარგებელს მოიტანს, ამ საკითხს ის მხოლოდ მიესალმება, თუმცა „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას მან ისიც განაცხადა, რომ ახალი პარტიების შექმნით, ქვეყანაში გარკვეული ქაოსიც კი იქმნება.
„თამაზ მეჭიაურს ჰქონდა კონსულტაციები კვირიკაშვილთან და პარტიის დამფუძნებელთან, მე არ შევსწრებივარ ამ საუბრებს, ეს თავად თქვა, თავისი გადაწყვეტილება მიიღო და თავისი პოზიციაც აქვს. კიდევ ერთი პარტია შეემატება ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს და თუ რამე კარგი იქნება ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, მივესალმებით, რადგან ზოგჯერ აჯაფსანდალსაც გემო აქვს, რა გემო ექნება და როგორ იქნება, ეს მომავალია. ახლა ჩვენ პოლიტიკური აფერის წინაშე ვდგავართ, ამდენი პარტიის შექმნა, – რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ თამაზ მეჭიაურს, – ეს ყველაფერი პოლიტიკურ ბაზარზე ქაოსის შექმნის მცდელობას ქმნის. ყველას მოგეხსენებათ, თუ რა დპაირებები და რა სამოთხის აშენება იქნება. ამომრჩეველს რეალური პოზიცია უნდა ჰქონდეს და ის ამ ეტაპზე უმთავრესია“,-განაცხადა ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები