კრისტიან ურსე: საქართველოს ვიზალიბერალიზაციის გაჭიანურებაში ბრალი არ მიუძღვის

საქართველოს ვიზალიბერალიზაციის გაჭიანურებაში ბრალი არ მიუძღვის, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ ვიზალიბერალიზაციის მიღების შესაძლო გაჭიანურებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის ინსტიტუციებში ფიქრობენ, რომ საქართველომ წარმატებით გაართვა თავი დავალებების შესრულებას.
„ევროკავშირსა და ევროსაბჭოში მუსირებს ასეთი მოსაზრება, რომ საქართველომ წარმატებით გაართვა თავი დავალებების შესრულებას. იმედია, ეს მოქმედებები გაგრძელდება და ყველა ისარგებლებს იმ შედეგებით, რომლებსაც ვიზალიბერალიზაცია მოიტანს. ჩემი პირადი აზრით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის გაჭიანურებაში ბრალი არ მიუძღვის“,- აღნიშნა ურსემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები