ნუკრი ქანთარია – დღეს რაც ხდება, სრული პოლიტიკური აჯაფსანდალი და დომხალია

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია წინასაარჩევნო პერიოდზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში სრული “პოლიტიკური აჯაფსანდალია.” ახალი პარტიების შექმნის ფონზე, ის ხაზს უსვამს ამომრჩევლის შესაძლებლობას და აცხადებს, რომ “პოლიტიკური მტვრის” გადაწმენდა სწორედ მას შეუძლია.
„დღეს რაც ხდება, ყველა კარგად ხედავთ, სრული პოლიტიკური აჯაფსანდალი შეიძლება ვუწოდოთ ამ პოლიტიკურ დომხალს – ვინ რა პარტიას ხსნის, როდის ხსნის, ზოგი ქუჩაში, ზოგი რესტორანში ზოგიც სხვენზეა. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, სრული თავისუფლებაა, მაგრამ ამ პოლიტიკური ამაოების ბაზარს აუცილებელია, რომ ამომრჩეველმა წერტილი დაუსვას. ვფიქრობ, ასეც იქნება და ამ პოლიტიკურ მტვერს ქართველი ამორმჩეველი გადაწმენდს, თუმცა არ არის ადვილი, რომ ამდენ ზიზილ – პიპილოებში გამოარჩიო შენთვის, მართლაც, სასიკეთო და სასურველი ძალა. დარწმუნებული ვარ, ქართველი ამომრჩეველი აუცილებლად მისცემს ხმას მშვიდობას,სტაბილურობას და დაწყებული საქმეების გაგრძელებას. ვფიქრობ, არჩევნებამდე და მას შემდეგაც მშვიდობიანად მივალთ“,- განაცხადა ქანთარიამ.
აღსანიშნავია, რომ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას, ქანთარია პაატა ბურჭულაძის მიერ შექმნილ ახალ პარტიასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბურჭულაძის პროექტი სატყუარა პროექტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები