პრემიერ-მინისტრი ტუვალუს დელეგაციას შეხვდა

  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტუვალუს გარემოს დაცვის, საგარეო საქმეთა, შრომის და ვაჭრობის მინისტრს ტაუკელინა ფინიკასოს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველო-ტუვალუს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების საკითხები და სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ამასთან, აღინიშნა, რომ დღეს ხელი მოეწერა ოქმს საქართველოსა და ტუვალუს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ, ასევე მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ. შეხვედრისას ხაზი გაესვა თანამედროვე მსოფლიოში საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების პატივისცემის დიდ მნიშვნელობას. მხარეები მიესალმნენ ერთობლივ გადაწყვეტილებას, რომ ამ ნორმების სრული დაცვით განხორციელდეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება. ტაუკელინა ფინიკასომ დააფიქსირა ტუვალუს ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შეხვედრას ტუვალუს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი პასუნა ტუაგა, ტუვალუს საგარეო ურთიერთობებისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი კიალი მოლუ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები