თამაზ მეჭიაური ხვალ თავისი ახალი პარტიის წევრებს წარადგენს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური, რომელმაც „ქართული ოცნება“ დატოვა, ახალ პარტიას ქმნის.
როგორც „კვირას” თამაზ მეჭიაურის სამდივნოდან აცნობეს, ხვალ მეჭიაური თავისი ახალი პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრებს წარადგენს.
საინიციატივო ჯგუფის წევრების მედიისთვის წარდგენა პარლამენტის შენობაში, მის სამუშაო კაბინეტში 12:00 საათზე მოხდება.
ამ ეტაპზე, არ ხმაურდება, თუ რა ერქმევა მეჭიაურის ახალ პარტიას.
თამაზ მეჭიაურმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ დატოვა. დეპუტატმა ამის მიზეზად პარტიასთან გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები