გიორგი ვაშაძე: ერთადერთი ვისთანაც ვერ ვითანამშრომლებთ პრორუსული ძალებია

„ერთადერთი ვისთანაც ვერ ვითანამშრომლებთ პრორუსული ძალებია“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველო“-ს ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა.
ამასთან, მან ყველა პროგრესულ და პროდასავლურ ძალასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.
„ამინდის მიუხედავად, ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა. ეს არის სრულიად ახალი ტიპის მოძრაობა. ჩვენ გახსნილი ვართ დისკუსიისთვის, ყველა პროდასავლური ძალისთვის. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი ქვეყანა, სადაც არ არის დაპირისპირებები, სადაც ქვეყნის შიგნით მტერი არ გვყავს“, – განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები