პაატა ქურდაძე: მე რაც ვნახე, ამას ინტერვიუ კი არა, დებატი ჰქვია!

„არ ვიცი ვინ რა გაიგეთ ამ უცნაური გადაცემიდან, მაგრამ მე რაც ვნახე, ამას ინტერვიუ კი არა, დებატი ჰქვია.”- ასე აფასებს პუბლიცისტი პაატა ქურდაძე სალომე ასათიანის გადაცემა „ინტერვიუს” სადაც სტუმარი ამჯერად საქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იყო.
ბიძინა ივანიშვილსა და სალომე ასათიანს შორის, მისი ღია წერილის განხილვას „საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში ცხარე კამათი მოჰყვა.
ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტს „პანორამა თბილისსა” და პოლიტიკური მოტივებით მიმდინარე დაკავებების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული განცხადებების დოკუმენტების წარდგენა სთხოვა.
როგორც ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, მის წერილში მოყვანილი მონაცემები ქვეყანაში არსებული ვითარების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული კვლევების შესახებ უტყუარია, ხოლო რადგან ჟურნალისტი მას არ ენდობა, მაშინ საკუთარი უნდა წარმოადგინოს. ბიძინა ივანიშვილმა სალომე ასათიანს რამდენიმე წუთი ციტატა აძებნინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები