ლევან მურუსიძე: გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით კანონიერი გადაწყვეტილება მაქვს მიღებული

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანის, ლევან მურუსიძის განცხადებით, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი რაიმე ოფიციალურ შეხვედრას მართავს, კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით საუბარი არ მიმდინარეობს. ამის შესახებ ლევან მურუსიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ჰქონდა თუ არა საუბარი იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით.
„გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, გეუბნებით, რომ რა გადაწყვეტილებაც მაქვს მიღებული, არის კანონიერი – ისეთი, როგორიც მაშინ იყო კანონი და რის საშუალებასაც იძლეოდა. საუბარი იყო მსჯავრდებულებისთვის 6 თვის დაკლებაზე. არავინ საუბრობს იმაზე, რომ მქონია შემთხვევები, როცა მკვლელებს, რომლებსაც ანგარებით მოუკლავთ დედა და მცირეწლოვანი ბავშვიც, მათთვის მომიკლია 5 წელიც კი, მაგრამ რატომღაც არავინ დაინტერესებულა, ადამიანს, რომელმაც 8 წლის ბავშვი მოკლა, რატომ მოვუკელი 5 წელიო?! იმიტომ მოვუკელი, რომ შეიძლება მორალურად მიმაჩნდა, რომ არ უნდა მოკლებოდა ეს 5 წელი, მაგრამ ამას კანონი მავალდებულებდა და ამიტომ პატარა ბავშვის მკვლელს, დავუკელი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მე ვარ მოსამართლე და შეიძლება ჩემი გადაწყვეტილება არ ეთანხმებოდეს საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ აზრს“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები