ნათია გუჯაბიძე: არანაირი დევნა ჩემ წინააღმდეგ არ მიმდინარეობს

“არანაირი დევნა ჩემ წინააღმდეგ არ მიმდინარეობს,” – ამ სიტყვებით ეხმაურება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნათია გუჯაბიძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ბრალდებას, მოსამართლის მიერ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის თაობაზე.
ამ წუთებში სააპელაციო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
“იმისთვის, რომ ნათია გუჯაბიძე დაკვალიფიცირდეს თაღლითად, უნდა არსებობდეს ძალაში შესული განაჩენი. არანაირი დევნა ჩემს წინააღმდეგ არ მიმდინარეობს,” – განმარტავს მოსამართლე.
სასამართლო კოლეგიის მოსამართლის განმარტებით, არც დისციპლინური სამართალწარმოება და მათ შორის, არც სარეკომენდაციო ბარათი მის წინააღმდეგ არ ყოფილა გამოყენებული. მიუხედავად ასეთი ბრალდებებისა, არანაირი ემოცია – არც დადებითი და არც უარყოფითი ჩემს გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს,” – აცხადებს გუჯაბიძე.
ადვოკატებმა სასამართლო პროცესზე „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაშვება ითხოვეს, რაზეც მათ უარი უთხრეს, რის გამოც პროცესზე კამათი მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ნიკა გვარამიამ მოსამართლე ნათია გუჯაბიძე სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები