“დიდი ამბით ვემზადებით სხვა გადაწყვეტილების მისაღებად, რადგან ვიღაცამ დაგვარწმუნა, სწორი არ იყო ის, რაც მიიღეთო”

“დიდი ამბით ვემზადებით ჩვენ მიერ მიღებული “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტზე სხვა გადაწყვეტილების მისაღებად, რადგან ვიღაცამ დაგვარწმუნა,სწორი არ იყო ის, რაც მიიღეთო“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნები პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
ის დღეს ბიუროს წარედგინა და განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გადაეცა. სასესიო განხილვა მიმდინარე კვირას, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ფარგლებში იგეგმება.
“დიდი ამბით ვემზადებით ჩვენ მიერ მიღებული “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტზე სხვა გადაწყვეტილების მისაღებად, რადგან ვიღაცამ დაგვარწმუნა, სწორი არ იყო ის, რაც მიიღეთო“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტრის რიგგარეშე სხდომის გამართვა 3-4 ივნისს იგეგმება, რომლის დანიშვის თხოვნით პარლამენტი პრეზიდენტს მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები