დაპირისპირება პარლამენტში – „მაგ სიმართლით იარეთ თქვენ“

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საარჩევნო სისტემის ე. წ. გერმანული მოდელის პროექტის განხილვა ხმაურით მიმდინარეობს. ხმამაღალი სიტყვიერი შელაპარაკება დეპუტატებს – გიორგი ვაშაძესა და გიგა ბუკიას შორის მოხდა.
როგორც პროექტის განხილვისას გიორგი ვაშაძემ განაცხადა, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნები ე.წ. გერმანული საარჩევნო სისტემის მიხედვით რომ ჩატარებულიყო, დღეს ქვეყანაში სულ სხვაგვარი პოლიტიკური ვითარება იარსებებდა, რაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ კარგი იქნებოდა.
გიორგი ვაშაძის პოზიცია არ გაიზიარა „კონსერვატორმა“ გიგა ბუკიამ, რომელმაც დააფიქსირა, რომ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები საარჩევნო სისტემის ბრალი არ იყო.
აღნიშნულ საკითხს კოლეგებს შორის ცხარე კამათი მოჰყვა. „მაგ სიმართლით იარეთ თქვენ“, – აღნიშნული რეპლიკით გიგა ბუკიამ გიორგი ვაშაძეს მიმართა.
თავის მხრივ, ვაშაძემ კოლეგას მოუწოდა, წყევლისგან თავი შეეკავებინა. კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ აღნიშნა, რომ კომიტეტში არის რამდენიმე დეპუტატი, რომელთაც აქვთ ძლიერი ხმა და კარგი იქნება, თუკი ხმამაღალი საუბრისგან თავს შეიკავებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები