თედო ჯაფარიძე: ჩვენ მხარს ვუჭერთ ხარისხიან დემოკრატიას

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე საქართველოს პროდასავლურ ორიენტაციაზე სტატიას აქვეყნებს.
Независимая Газета-ში გამოქვეყნებულ სტატიაში თედო ჯაფარიძე ხაზს უსვამს, რომ დასავლური გზის გარდა, საქართველოს სხვა ალტერნატივა არა აქვს.
„რუსეთის პოლიტიკა სრულ დისონანსშია ქართველი ერის არჩევანთან“, – აღნიშნავს ჯაფარიძე.
„საქართველოს არჩევანი სრულიად გაცნობიერებულია. გვესმის, რომ ნატოში გაწევრიანება შიდა, მათ შორის ტერიტორიულ პრობლემებს ვერ მოაგვარებს. ჩვენ ეს არჩევანი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მეგობრებისა და პარტნიორების დახმარებით, საერთაშორისო საზოგადოებისთვის გავხდეთ საჭირო და სასარგებლო სახელმწიფო, ნამდვილი დემოკრატიული ქვეყანა“, – წერს ჯაფარიძე.
მისი თქმით, საქართველოსთვის ნატო და ევროკავშირი განვითარების მოდელს წარმოადგენენ.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ხარისხიან დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, იმას, რომ თანამშრომლობის რეგიონული ხიდი გავხდეთ. ეს რეფორმების ურთულესი გზაა, რომელიც ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიყვანოთ. პირველ რიგში, ეს თავად საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გააკეთონ. ნატოს, ევროკავშირს და აშშ-ს ჩვენი დახმარება შეუძლიათ, მაგრამ ჩვენს მაგივრად საქმეს ვერავინ გააკეთებს“, – წერს ჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები