პარლამენტის რიგგარეშე სხდომები 3-4 ივნისს გაიმართება

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომები 3-4 ივნისს გაიმართება, – ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სხვადასხვა საკითხთან ერთად, რიგგარეშე სხდომაზე „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები უნდა განიხილონ.
„პრეზიდენტის შენიშვნები გადაეცეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს და დაევალოს მას, მოამზადოს რიგგარეშე სხდომაზე განსახილველად, ჩაატაროს სხდომა და განიხილოს შენიშვნები. საკითხის არსს რაც შეეხება, კომიტეტის და პლენარულ სხდომაზე ყველას შეუძლია აზრის გამოთქმა. პროექტთან დაკავშირებით იყო ცხელი კამათი, ახლა ვნახავთ, პრეზიდენტის შენიშვნების ირგვლივ როგორ წავა დავა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პრეზიდენტმა პარლამენტს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მოტივირებული შენიშვნები 30 მაისს გადაუგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები