ეკა ბესელია არმაზ ახვლედიანს ურჩევს, „ასეთი გზით პოლიტიკური აქტიურობა არ დაიწყოს“

”პიროვნულად ეს მას არაფერს შემატებს“, – ამ სიტყვებით ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ”ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ყოფილი მდივნის, არმაზ ახვლედიანის განცხადებას და, ამასთანავე, არასერიოზულად აღიქვამს.
გარდა ამისა, ეკა ბესელია არმაზ ახვლედიანს ურჩევს, ასეთი გზით პოლიტიკური აქტიურობა არ დაიწყოს.
„მგონია,მოდური გახდა, რომ ადამიანები, რომლებიც განაწყენდებიან, მიდიან და იწყებენ პოლიტიკურ აქტიურობას, ცდილობენ, ახალი ეტაპი ლეგენდებით დაიწყონ. არ მგონია, ეს ღირსების საკითხი იყოს. არ არის კარგი, როცა თავს იმით იმკვიდრებ, რომ ასე მოიხსენიებ პოლიტიკურ გუნდს, რომლის ნაწილიც იყავი შენი პოლიტიკური ინტერესებისთვის. პიროვნულად ეს მას არაფერს შემატებს. თუმცა თუ ის ამ განცხადებას სერიოზულად აკეთებს, ეს უნდა გადამოწმდეს, მაგრამ მე შემიძლია რამდენიმე მაგალითი გავიხსენო, როცა მსგავსი განცხადებები გაკეთდა და მართალი არ აღმოჩნდა”, – განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, პარტია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს ყოფილი მდივნის, არმაზ ახვლედიანის განცხადებით, სუს-ის წარმომადგენლები მის ახლობლებს ემუქრებიან და აშანტაჟებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები