თუ ახვლედიანი მიიჩნევს, რომ მასზე უკანონო თვალთვალი მიმდინარეობს, სასამართლოს, ან პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორს უნდა მიმართოს”

თუ არმაზ ახვლედიანი მიიჩნევს, რომ მასზე უკანონო თვალთვალი, ან მოსმენა მიმდინარეობს, სასამართლოს, ან პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორს უნდა მიმართოს, – ამის შესახებ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა ”ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ყოფილი მდივნის, არმაზ ახვლედიანის ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა.
”არა მგონია, არმაზი გვადანაშაულებდეს ამ თემაში პარლამენტს, ან კოალიციას. ჩვენს ქვეყანაში ყველა უბანს ჰყავს თავისი პასუხისმგებელი რგოლი. თუ მას მიაჩნია, რომ უკანონო მოსმენებს ვინმე აწარმოებს, უკანონო მოსმენების კონტროლის უფლება აქვს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს და სასამართლოს. მისი ადრესატი უნდა იყოს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის ოფისი და სასამართლო. თუ უკანონო მიყურადებას აქვს ადგილი, ამაზე კანონის თანახმად პასუხისმგებელია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, რომელიც ზედამხედველობას უწევს ორი გასაღების პრინციპით ნებისმიერ მოსმენას და სასამართლოს, რომელიც აძლევს ნებართვას საგამოძიებო ორგანოს მოსმენების ჩატარებას”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
პარტია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს ყოფილი მდივნის, არმაზ ახვლედიანის განცხადებით, სუს-ის წარმომადგენლები მის ახლობლებს ემუქრებიან და აშანტაჟებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები