თამარ კორძაია: განწყობილნი ვართ, რომ პრეზიდენტის შენიშვნები გავიზიაროთ

ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის მოადგილე თამარ კორძაია აცხადებს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონთან დაკავშირებულ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე მათ ფრაქციას ჯერ არ უმსჯელია.
თუმცა, როგორც კორძაია აცხადებს, მისი ფრაქცია უფრო მეტად განწყობილია, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის შენიშვნები გაიზიაროს.
როგორც ჟურნალისტებს კორძაიამ განუცხადა, მნიშვნელოვანია ის, რომ პრეზიდენტი და პრემიერი კანონთან დაკავშირებით შეთანხმდნენ.
„ვნახოთ, პრეზიდენტის შენიშვნებში ეს რისკი როგორ არის გათვალისწინებული, უფრო განწყობილი ვართ, რომ პრეზიდენტის შენიშვნები გავიზიაროთ“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
შეგახსენებთ,რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონს, რომელიც პარლამენტმა, დაჩქარებული წესით, 14 მაისს მიიღო, გუშინ ვეტო დაადო.
პრეზიდენტის თქმით, მას ჰქონდა კონსულტაციები და “კონსტრუქციული თანამშრომლობა” პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან, რის შემდეგაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოტივირებული შენიშვნები გუშინვე გადაიგზავნა პარლამენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები