ზვიად ძიძიგური – სააკაშვილს შესისხლხორცებული აქვს ძალადობრივი მეთოდები, სხვაგვარი მართვა მან არ იცის

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „კონსერვატორი“ ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას წინახელისუფლების დაბრუნება.
მისივე განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შესისხლხორცებული აქვს ძალადობრივი მეთოდები და იმ შემთხვევაში, თუ ის დაბრუნდა, საქართველო კვლავ დადგება იმ გამოწვევების წინაშე, რომლებიც ახლა დღის წესრიგში არ დგას.
„როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ ხელისუფლებაში მოდის, ხომ არ გგონიათ, რომ ხელისუფლებაში დავით ბაქრაძე ან გიგი წერეთელი აპირებს მოსვლას, ისინი ვერ მოვლენ ხელსიუფლებაში, მაგრამ ხელისუფლებაში დაბრუნდება მიხეილ სააკაშვილი.
რა ხდებოდა ადამიანებთან მიმართებაში,
საპატიმროებთან, მოსმენებთან, ბიზნესთან მიმართებაში – ეს ყველა ჩვენგანმა კარგად ვნახეთ. სხვაგვარი მართვა მათ არ იციან და ისევ იგივეს გააგრძელებენ. როგორ უნდა მართოს სააკაშვილმა სხვანაირად, მას ხომ შესისხლხორცებული აქვს ეს ძალადობრივი მეთოდები.
თუ ეს ძალა დაბრუნდა ხელისუფლებაში, მაშინ ყველა ის თემა, რომელიც გვგონია, რომ მოხსნილია, მთელი თავისი სიმწვავით დადგება ქართული საზოგადოების წინაშე. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის წერილში სწორედ ამაზეა საუბარი, კერძოდ კი ის, რომ მობილიზებულები უნდა ვიყოთ, აქტიურად ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია და ხელისუფლება აქტიურ კომუნიკაციაში უნდა იყოს საზოგადოებასთან“,- განაცხადა ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები