სავარაუდოდ, საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევას არ აპირებს

დიდი ალბათობით, ვეტოს დავეთანხმებით და მის დაძლევაზე არ ვიზრუნებთ, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პრემიერის დიდი დამსახურებაა, რომ მოხდა შეთანხმება ძირითად საკითხებზე, რაზეც იყო აზრთა სხვადასხვაობა.
„დიდი ალბათობით, ვეტოს დავეთანხმებით და მის დაძლევაზე არ ვიზრუნებთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის არის შეთანხმება, ეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არის კარგი და ასევე წაადგება საქმეს“, – განაცხადა ხუნდაძემ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შესულ ცვლილებებს გუშინ ვეტო დაადო და კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები