მიხეილ დუნდუა – საქართველომ მკვეთრად შეამცირა საგარეო ვალის ზრდის მაჩვენებელი

ეკონომიკის ექსპერტის მიხეილ დუნდუას განცხადებით, ბოლო წლებში საქართველომ მკვეთრად შეამცირა საგარეო ვალის აღების ტენდენცია.
„კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე დუნდუამ ბიძინა ივანიშვილის წერილის ეკონომიკური ნაწილი შეაფასა და განმარტა, რომ საქართველოში ამ კუთხით არსებული ვითარება წინა წლებთან შედარებით ნამდვილად გაუმჯობესდა.
„ჩვენ დავტოვეთ ვალებზე დამოკიდებული ეკონომიკა და გადავედით ინვესტიციების ეკონომიკაზე. მიზეზი ის არის, რომ ჩვენ მკვეთრად შევამცირეთ საგარეო ვალის ზრდის მაჩვენებელი. საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 2013-2015 წლებში მილიარდ ექვსას 88 მილიონით გაიზარდა. საგარეო ვალი ყველა ქვეყანაში იზრდება, თუმცა საქმე ის არის, თუ როგორია მისი ზრდის ტემპი და როგორია მისი პროპორციები“,- განაცხადა დუნდუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები