სტურუა სააკაშვილზე: ჩირქიან სხეულში ამბიციების მატლების გარდა არაფერს ნახავ!
მკვლელი, უვიცი, გახრწნილი, ფლიდი, ჭკუათხელი, უტიფარი, ქურდი, ბოღმა, ქლესა, -ასე ახასიათებს რეჟისორი რობერტ სტურუა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. როგორც რეჟისორი ფეისბუქი საკუთარ გვერდზე წერს, სააკაშვილის ჩირქიან სხეულში ამბიციების მატლების გარდა არაფერია.
“ნეტავ, რა ჯიშის ადამიანები იცავენ ჩვენ საყვარელ სააკას? მკვლელს, უვიცს, გახრწნილს, ფლიდს, ჭკუათხელს, უტიფარს, ქურდს, ბოღმას, ქლესას, გადაჭრი და ჩირქიან სხეულში ამბიციების მატლების გარდა არაფერს ნახავ! თუმცა ოჯახი უყვარს, ერთს სასტუმროები სადღაც თურქეთში გადაუფორმა, მეორემ რესტორნები სასწრაფოდ გაყიდა, შეშინებულმა ოჯახმა ოფშორში დამალული ქარეთველების მილიარდები ცელოფანში გამოახვიეს და სასწრაფოდ ჰოლანდიაში ტიტების მინდორში ჩამარხეს. აი, ერთი ვერ მოაგვარა მეუღლემ – საყვარელი ცოლი, დაზვერვაში მეგრულს ბეჯითად რომ სწავლობდა, სამწუხაროდ პარიზის ‘ჩერდაკში’ მოათავსა. ანუ მანსარდაში, მადლენის ეკლესიასთან. ბავშვები ბაბუისთან ავტობუსების მეფესთან, სასახლეში ნებივრობენ. თუ არ ვცდები, ერთს ედუარდი შეარქვეს კარიერის გამო. მამას ‘ ბალნიციდან’ გაგდებას უპირებენ. პოეტები დაუჭკნა, რექტორები ფოთთან საკუთარ იახტკლუბებში ნეოფროიდიზმს ეწაფებიან. ზოგი მიიმალა, ზოგი აჯანყებას ამზადებს… მომღერლებმა ხმა დაკარგეს… ყირიმის ჩაბარებაში დიდი როლი ითამაშა. ახლა აქ გადაწყვიტა თავის მოჯამაგირეებთან ართად კიევის მაიდანი გაითამაშოს, რუსები შემოიტყუოს და ვასალურ საქართველში დაბრუნებულმა ყველას დედა მოუ$$$ას. ო დოლარებო, დოლარებო! რამდენს ასესხებენ, ნეტავ კიდევ. ასეთი ერის გამყიდველი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს! თუმცა ამბობენ კრწანისის ომის დროს აღა მაღმათ ხანს უთხრეს, რომ მცხეთიდან უფლისწული დიდი ჯარით გვიახლოვდებაო ( ამ დროს კი ბატონიშვილი, ასე ამბობენ, შუა ქეიფში გახლდათ!) შეშინდა შახი და ჯარით უკან დახევა გადაწყვიტა. არ ვიცი რამდენათ მართალია, მაგრამ ჯარს ორი თბილისელი დაეწია და ჰანს უთხრეს საით მიდიხარო: ქართველებს ჯარი არ ყავთო, მიდი, დაცხეო. და ასე და ამრიგად სპარსელებმა თბილისი ამობუგეს. ამ ორი ნაც-პატრიოტის გვარი არ მახსოვს, მგონი ერთი ჭადრაკს თლიდა,მეორე სოვდაგარ სააკას შვილი გახლდათო! მიაუ!”, – წერს რობერტ სტურუა.