„ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანია იმ კოზირის გამოყენება, რასაც ბიძინა ივანიშვილი ჰქვია“

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, მის მიერ გამოქვეყნებული წერილით კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხისა და იმ პრინციპების ერთგულებას, რომლითაც ის ხელისუფლებაში მოვიდა.
ძიძიგურის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ის აქტიურად ჩაერთვება საარჩევნო კამპანიაში, „ქართული ოცნების“ შანსები გაცილებით უფრო მაღალი იქნება.
„მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს დღეს თანამდებობა არ აქვს, ის აპირებს, ბოლომდე იბრძოლოს, რათა ის რეფორმები, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს, ისევ გაგრძელდეს. რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ ის აქტიურად ჩაერთვება წინასაარჩევნო პროცესში.
მუდმივად იყო კითხვები იმის თაობაზე, როგორ აპირებდა ის ჩართვას, ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ის მზად არის, ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში მთელი მისი შესაძლებლობებით. ის ამბობს, რომ სატელევიზიო გამოსვლებში და მოსახლეობასთან შეხვედრებში ის იქნება ძალიან აქტიურად ორიენტირებული, ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგანაც „ქართული ოცნებისთვის“ და ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია იმ კოზირის გამოყენება, რასაც ბიძინა ივანიშვილი ჰქვია. მისი ჩართულობის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ გაცილებით მეტ ხმას აიღებს“,- განაცხადა ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები