დიმიტრი ხუნდაძე: „ნაციონალების” ინიციატივით, მცხეთის საკრებულოს წევრებს ხელფასები გაეზარდათ

მცხეთის საკრებულოს წევრებს ხელფასები 200 ლარით გაეზარდათ. როგორც ჟურნალისტებს მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა, ინიციატივა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ დააყენა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” წევრია.
მისი თქმით, ხელფასების გაზრდის გადაწყვეტილებას “ქართული ოცნების” ფრაქციის მხოლოდ ერთმა წევრმა დაუჭირა მხარი. ხუნდაძე ხელფასების მატების გადაწყვეტილებას გაუმართლებელს უწოდებს.
“მათ ისედაც საკმაოდ მაღალი ხელფასები ჰქონდათ და კიდევ მატება გაუმართლებელია იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ამდენი გაჭირვებულია, ამდენი სოციალურად დაუცველია და თავად მცხეთის გამგეობაში – ქვედა რგოლებში ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ”, – განაცხადა დიმიტირ ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები