მიხეილ დუნდუა – ბიძინა ივანიშვილის წერილში დასახელებული ფაქტები აბსოლუტური სიმართლეა

2030-ის წევრი, ეკონომისტი მიხეილ დუნდუა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ წერილის ეკონომიკურ ნაწილში მას შენიშვნები არ გააჩნია, რადგანაც იქ წარმოდგენილი ფაქტები სრულად ასახავს რეალობას.
„პუბლიკაცია ძალიან საინტერესო იყო, სამწუხაროა, რომ ოპონენტები კადრულობენ და ამბობენ, რომ წერილში მოყვანილი ფაქტები თითქოსდა, არ შეესაბამება სინამდვილეს, რაც სრული სიცრუეა. ყველა ფაქტი და ყველა მონაცემი, რომელიც წერილში დასახელებული იყო, აბსოლუტური სიმართლეა და ეს ფაქტები გამყარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ“,- განაცხადა დუნდუამ.
„კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე დუნდუამ ხაზი გაუსვა ბოლო წლების რეფორმებს და მათ შედეგად გაუმჯობესებულ კანონის უზენაესობის საკითხს, ვალების შემცირებისა და ინვესტიციების ზრდის პროცესს. დუნდუას განცხადებით, დღეს საქართველოს ეკონომიკა გაცილებით მყარია და მას აღარ აქვს ე.წ. ვალებზე დამოკიდებული ეკონომიკა.
„მაგალითისთვის, დავიწყოთ მსოფლიო ბანკის შეფასებით, მთავრობას ყველა წარმოდგენილ, ექვსივე აგრეგატში ისტორიული მაქსიმუმი აქვს დაფიქსირებული და ლიდერ პოზიციებზეა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ჩვენ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასაც ვუსწრებთ.
მაგალითისთვის საუბარი იყო კორუფციის განთავისუფლების მაჩვენებელზე, კანონის უზენაესობაზე, ხარისხიან რეგულირებაზე და მთავრობის ეფექტიანობაზე.
კორუფციისგან გათავისუფლების მაჩვენებელით თუ 2006 წელს 88-ე პოზიციაზე ვიყავით, 2011 წელს გაუარესდა სიტუაცია და 92-ე ადგილზე გადავედით, მაგრამ სააკაშვილს ეს მონაცემები ხელს არ აძლევდა და ის ამას არ აცხადებდა.
2012 წელს, როდესაც კორუფციის მიმართულებით ვითარება შეიცვალა, პოზიციები მკვეთრად გაუმჯობესდა, უკვე დღეს 52-ე პოზიციაზე ვართ მსოფლიოში და ვუსწრებთ ევროკავშირის ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ბულგარეთი, ლატვია, სლოვენია და სლოვაკეთი. ეს არის ფაქტი,რომელსაც ამოწმებს მსოფლიო ბანკის 17 წამყვანი კვლევითი ცენტრის შემაჯამებელი ექსპერტიზა და ეს აბსოლუტური სიმართლეა“,- განაცხადა დუნდუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები