ხაშურის მე-4 საჯარო სკოლაში ჭერიდან ბათქაშის ჩამოშლის შედეგად სამი მოსწავლე დაშავდა

ხაშურის მე-4 საჯარო სკოლაში ჭერიდან ბათქაშის ჩამოშლის შედეგად სამი მოსწავლე მსუბუქად დაშავდა. სამივე მათგანი ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სტაციონარული მკურნალობა მხოლოდ ერთს დასჭირდა.
“როდესაც ბავშვები ბიბლიოთეკიდან გამოდიოდნენ, ნალესი ჩამოიშალა. პატარა ბავშვებისათვის ეს ნალესი საკმაოდ მძიმეა. სამი ბავშვი დაზიანდა. ერთი მსუბუქად, კისრის არეში, მეორეს დაჟეჟილობაც არ აღმოაჩნდა. მესამეს კი თავი სტკიოდა. ტვინის შერყევა არ დაუდგინდა, თუმცა ექიმებმა მაინც ურჩიეს, ერთი დღით საავადმყოფოში დაწოლილიყო”, – განაცხადა სკოლის დირექტორმა ნანა გაგნიძემ.
მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლების ინფორმაციით, სკოლა წლებია, ავარიულ მდგომარეობაშია. სკოლის დირექტორის განცხადებით, განათლების სამინისტროს დაფინანსებით სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები