ე.წ. გერმანული მოდელის კენჭისყრა დღეს ჩატარდება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ე.წ. გერმანული მოდელის კენჭისყრა დღეს ჩატარდება. საკითხზე კენჭისყრის ჩატარება გუშინ გადაიდო. გუშინ რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს განიხილავდნენ, რომლის ერთ-ერთი შემადგენელიც სწორედ ე.წ. გერმანული მოდელია. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ და კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა ვახტანგ ხამალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდის.
„ჩემი თავისთვის არასოდეს მიმიცია უფლება და არც არასოდეს მივცემ, რომ იმ საკანონმდებლო ინიციატივაში მივიღო მონაწილეობა, რომელიც მიმაჩნია, რომ არაკონსტიტუციურია. კანონპროექტის ავტორი და ერთ-ერთი ინიციატორი მე ვარ, ანუ თავისთავად ცხადია, მიმაჩნია, რომ კანონპროექტი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდის“, – განაცხადა ვახტანგ ხამალაძემ.
ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, ამ დროისთვის დარჩენილია მხოლოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, რომელსაც აღნიშნული კანონპროექტისთვის კენჭი არ უყრია. ე.წ. გერმანულ მოდელზე კენჭისყრა დღეს, 12:00 საათზე არის ჩანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები